Saturday, November 7, 2009

ალილოობა საქართველოში



პროექტის მიზანი:მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის საშობაო ტრადიციებს.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინტერნეტის დახმარებით ინფორმაციას ,,ალილოსა”და შობა-ახალი წლის ტრადიციებზე. შეისწავლიან ლექსებსა და სიმღერებს თემასთან კავშირში.

ასაკი: 7-8 წელი. II კლასი.

ვადები: 1 თვე
დეკემბერი.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ბავშვების მიერ ინტერნეტის საშუალებით მოძიებული მასალებისა და სურათების პრეზენტაცია, დიალოგი, ალილოს ინსცენირება სიმღერის თანხლებით. წყვილებში მუშაობა და საშობაო მისალოცი ბარათების დამზადება ერთმანეთისათვის. ინდივიდუალური მუშაობის შედეგად მათი საშობაო სურვილების ნაძვის ხეზე გადატანა. ასევე დაამზადებენ მოსაწვევ ბარათებს.

შედეგები, პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების, კვლევის, წარმოსახვის, ფანტაზიის უნარი.შეიქმნება ბლოგი, კედლის გაზეთი, საჩუქრები მეგობრებისათვის.

სარგებელი სხვებისთვის: სკოლაში მოეწყობა გამოფენა-კონცერტი, რომელსაც დაესწრებიან სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები. ბავშვები თანატოლებს გაუზიარებენ თავიანთ ცოდნას და შთაბეჭდილებებს.

სამუშაო ენა: ქართული.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება - ნახატის შექმნა , მუსიკა - სიმღერების შესწავლა , ისტ-ის გამოყენება.

ფასილიტატორი: ნატა შოშიაშვილი

ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nata.shoshiashvili@gmail.com

ჩემი პორტფოლიო
მაჟორი და მინორი შემოდგომის ფერებით